სხვა

0:10 | 5.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლოს ანჯელესი-2028-ის პროგრამაში მოხვედრის შანსი დამატებით 9 სახეობას აქვს

ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიურ თამაშების საშეჯიბრო პროგრამაში მოხვედრის შანსი ერთბაშად სპორტის 9 სახეობას აქვს.

ამჟამად ოლიმპიურ პროგრამაში 28 სახეობა შედის, დამატებით 9 დისციპლინა კი განაცხადისთვის ემზადება, რომელსაც შემდგომში 2028 წლის თამაშების ორგანიზატორები და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) განიხილავს.

ლოს ანჯელესი-2028-ის პროგრამაში შესაძლოა შევიდეს: ავტოსპორტი (სავარაუდოდ კარტინგი), კრიკეტი, კარატე, ბეისბოლი/სოფტბოლი, ლაკროსი, კიკბოქსინგი, სქვოში, FLAG FOOTBALL და ბრეიქ დანსი.

ავტოსპორტი და კრიკეტი ოლიმპიურ თამაშებზე ბოლოს 1900 წელს იყო წარმოდგენილი, ლაკროსი კი - 1908 წელს.

კარატე და ბეისბოლი/სოფტბოლი ტოკიო-2020-ის თამაშების პროგრამაში იყო, მაგრამ პარიზი-2024-ის მიღმა დარჩა. ბრეიქ დანსის ოლიმპიური დებიუტი კი სწორედ საფრანგეთის დედაქალაქში შედგება.

რაც შეეხება FLAG FOOTBALL-ს, კიკბოქსინგს და სქვოშს, ისინი აქამდე არასდროს ყოფილა ოლიმპიური პროგრამის ნაწილი.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113329