კალათბურთი

14:21 | 4.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17 წლამდე 3×3 კალათბურთელთა ნაკრები ევროპის თასის საკვალიფიკაიო ტურნირზე მიემგზავრება

საქართველოს 17 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის თასზე გასასვლელად საკვალიფიკაციო ტურნირში სამონაწილეოდ მიემგზავრება. შეჯიბრს უნგრეთის ქალაქი შოლნოკი უმასპინძლებს და მასში საქართველოსთან ერთად 11 ქვეყნის ნაკრები – ავსტრია, დანია, ესტონეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, შვედეთი და უკრაინა იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრებში 6 კალათბურთელია, საიდანაც 2 სათადარიგოა, 4 კი შოლნოკში ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს. ნაკრების მწვრთნელი დავით გასიტაშვილი გახლავთ, ხოლო გუნდის მენეჯერი კალათბურთის ფედერაციაში 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელი, გიგა გურგენიძე.

ნაკრების ძირითადი 4 კალათბურთელია ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილი, ლუკა კოკოჩაშვილი, საბა ნარიმანიძე და საბა სალაძე. სათადარიგონი კი ლუკა ზაბახიძე და საბა ვაჩნაძე. ევროპის თასის 12 მონაწილე 4 ჯგუფშია განაწილებული. საქართველო B ჯგუფში მოხვდა ესტონეთისა და შვედეთის ნაკრებებთან ერთად. მომდევნო ეტაპზე თითო ჯგუფის 2-2 საუკეთესო გადის.

საქართველო 6 აგვისტოს ესტონეთს, ხოლო 7-ში შვედეთს დაუპირისპირდება. ჩვენი ჯგუფიდან გასული გუნდები მეოთხედფინალში D ჯგუფის მოწინავე გუნდებს დაუპირისპირდებიან, სადაც ლიეტუვა, ლატვია და დანია არიან თავმოყრილნი.

gbf.ge

0.14401