ფეხბურთი

11:46 | 3.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია ბელგიაში

გუშინ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა. საკმაოდ საინტერესო მატჩებიც ვიხილეთ და ხმაურიანი სენსაციაც ვიხილეთ.

ევროპა ლიგის ფინალისტი გლაზგოს "რეინჯერსი" ბელგიაში "უნიონ როიალთან" 0:2 დამარცხდა და შოტლანდიაში განმეორებითი მატჩის წინ დიდი პრობლემის წინაშეა. ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი აღმოჩენა, გუნდი, რომელმაც შარშანდელ ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალი" დაამარცხა, ტირასპოლის "შერიფი" საკუთარ მოედანზე "ვიქტორია პლზენთან" 1:2 დამარცხდა. 1:2 დასრულდა "ლუდოგორეცის" და "დინამო ზაგრების" მატჩიც, რომელიც ხორვატებმა მოიგეს.

"ბენფიკამ" დამაჯერებლად შეძლო "მიდტიუალანდის" დამარცხება 4:1. დღის ცენტრალური შეხვედრა "მონაკოსა" და "პსვ"-ს შორის ფრედ 1:1 დასრულდა.

დარჩენილი 5 შეხვედრა დღეს გაიმართება.

ბოდო-გლიმტი - ჟალგირისი

ყარაბაღი - ფერენცვაროში

მაკაბი ჰაიფა - აპოლონი

დინამო კიევი -შტურმი

ცრვენა ზვეზდა -პიუნიკი

0.126434