სხვა

1:59 | 2.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვან ფლოიტენმა პირველად მოიგო ქალთა ტურ დე ფრანსი

ჰოლანდიელმა ველომრბოლმა ანემიკ ვან ფლოიტენმა პირველად მოიგო ქალთ ტურ დე ფრანსი. 39 წლის ველომრბოლმა, რვადღიანი რბოლის ბოლო ეტაპზე, 30-წამიანი უპირატესობით გაიმარჯვა. მან უკან ჩამოიტოვა თანამემამულე დემი ფოლერინგი, ვინც ველომარათონიც მეორე ადგილზე დაასრულა.

ორ ჰოლანდიელს შორის დროში სხვაობამ, საბოლოოდ 3 წუთსა და 48 წამს მიაღწია. მესამე ადგილი პოლონელმა კატარჟინა ნიევიადოვამ მოიპოვა, ვინც გამარჯვებულს ექვსი წუთით და 35 წამით ჩამორჩა.

ბოლო ეტაპი განსაკუთრებით რთული გამოდგა, რადგან მის 123-კილომეტრიან მარშრუტში, ორი პირველი კატეგორიის სამთო მონაკვეთი შედიოდა. განსაკუთრებით რთული იყო მეორე მთის ბოლო მონაკვეთი, სადაც დახრა 23 პროცენტს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ ვან ფლოიტენმა ბოლოსწინა ეტაპის შემდეგ, მერვედან პირველ ადგილზე გადაინაცვლა და ბოლო ეტაპისთვის ყვითელ მაისურში გამოეწყო. მერვე ეტაპამდე ლიდერი, სახელოვანი ჰოლანდიელი მარიანე ფოსი იყო, ვინც სამი ეტაპი კი მოიგო, მაგრამ საბოლოოდ, ათეულს მიღმა დარჩა.

ვან ფლოიტენისთვის ეს მორიგი დიდი გამარჯვებაა. ის სამჯერ იყო ქალთა ჯიროს ჩემპიონი, ერთხელ დროზე ინდივიდუალურ რბოლაში ოლიმპიური ჩემპიონი და ორჯერ ამავე დისციპლინაში მსოფლიო ჩემპიონი. ექვსი წის წინათ, მისი კარიერა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ქალთა ოლიმპიურ საგზაო რბოლისას, ავარიაში მოყვა და ხერხემალი დაუზიანდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100485