ფეხბურთი

20:50 | 30.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენი" გერმანიის თასს პირველივე წრეში მე-3 ლიგის გუნდთან მარცხით გამოეთიშა

ლევერკუზენის „ბაიერმა“ სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და გერმანიის თასს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა, თანაც, სრულიად უცნობი „ელვერსბერგის“ წინააღმდეგ, რომელიც გერმანიის მე-3 ლიგის ბინადარია.

პირველ ტაიმში მასპინძლები სამჯერ დაწინაურდნენ და ტაიმი 3:2 მოიგეს. მეორე ნახევარში „ბაიერმა“ კიდევ ერთი ბურთი გაუშვა, 89-ე წუთზე პატრიკ შიკის გოლმა კი „ფარმაცევტები“ მარცხისგან ვერ იხსნა.

ამრიგად, „ლევერკუზენი“ 3:4 დამარცხდა, ხოლო ბუნდესლიგის პირველ ტურში 6 აგვისტოს, სტუმრად „დორტმუნდს“ შეხვდება.

0.119502