ფეხბურთი

12:50 | 27.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" მაისურები წარადგინა, პრეზენტაცია კვარაცხელიასთან ერთად (+VIDEO)

„ნაპოლიმ“ ტექნიკურ სპონსორ EA7 Emporio Armani-სთან თანამშრომლობა გააგრძელა და ახალ სეზონშიც კლუბი ამ ბრენდის მიერ შექმნილი მაისურებით ითამაშებს.

„ნაპოლიმ“ დღეს ოფიციალურად წარმოადგინა 2022-2023 წლების სეზონის მაისურები. პირველი ფორმა ტრადიციულ ფერებშია, ხოლო საგარეო მაისური ნაპოლისთვის ამ სეზონში თეთრი იქნება. მაისურების გაყიდვა ნეაპოლელთა ოფიციალურ მაღაზიასა და ვებგვერდზე ონლაინ დღეიდან უკვე დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ საპრეზენტაციო კლიპში ხვიჩა კვარაცხელიაც გადაიღეს და ახალი მაისურები რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად ქართველმაც წარადგინა.

0.114483