სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:17 | 25.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ნაპოლიში" ყოფნა მშვენიერია, აქ ყველას ვუყვარვარ"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ Il Mattino-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მისი იტალიური თავგადასავლის დასაწყისზე დეტალურად ისაუბრა.

როგორც ხვიჩამ აღნიშნა, გუნდში ძალიან კარგად მიიღეს და ყველას უყვარს. ის მოუთმენლად ელოდება „ნაპოლის“ მაისურით ოფიციალური მატჩების ჩატარებას.

- რას ნიშნავს თქვენთვის ეს მომენტი?

- ჩემპიონთა ლიგა ჩემი პირველი ოცნებაა, რომელიც ფეხბურთს უკავშირდება. პრაქტიკულად მას შემდეგ, რაც თამაში დავიწყე, ვოცნებობ ამ პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობაზე. გარდა ამისა, ნეაპოლში ძალიან მიმზიდველი ატმოსფეროა და მოუთმენლად ველოდები მოედანზე გასვლას.

- რომელ პოზიციაზე გრძნობთ თავს ყველაზე კარგად?

- ჩემი საყვარელი პოზიცია მარცხენა ნახევარმცველია, მაგრამ „ნაპოლისთვის“ ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშებ. შეტევაში თითქმის ყველგან შემიძლია. მიყვარს ჯარიმების შესრულებაც, მაგრამ ვიცი, რომ „ნაპოლიში“ კარგი დამრტყმელები არიან და გადაწყვეტილებას მწვრთნელი მიიღებს. მე რომ დამავალონ, ძალიან გამიხარდება.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ სპალეტისთან?

- მან დაამტკიცა, რომ დიდებული მაესტროა. ყოველდღე რაღაც ახალს მასწავლის და სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ ამას ყველასთან აკეთებს. შეკრების პერიოდში ბევრი დრო არ გვაქვს სეზონისთვის მოსამზადებლად და ის ყველაფერს აკეთებ, რომ თავისი იდეები სრულყოფილად გადმოგვცეს.

- რუსული ენა როგორ იცის?

- რამდენიმე სიტყვას მეუბნება რუსულად, მაგრამ ყოველთვის ინგლისურად გვირჩევნია კომუნიკაცია, რომ ერთმანეთში პირდაპირ ვისაუბროთ.

- იტალიურ ენასთან როგორ ხარ?

- რეალურად აქ მითხრეს, რომ ჯერ ნეაპოლიტანური უნდა ვისწავლო და შემდეგ იტალიური. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვისწავლე, მაგრამ გუნდში შესანიშნავი მასწავლებლები გვყავს, რომლებსაც დახმარება შეუძლიათ. მეორეს მხრივ იტალიურ სამზარეულოს უკვე ვიცნობ: პიცა, მოცარელა, ტომაზოს ყავა, შეუცვლელია.

- როგორ ცხოვრობთ სახლიდან 21 წლის ასაკში ასე შორს?

- ძალიან ადრე მივეჩვიე ოჯახიდან შორს ცხოვრებას, რადგან 17 წლის ვიყავი, როცა რუსეთში, „ლოკომოტივში“ წავედი. ვიცი, რომ ეს ჩემი საქმის ნაწილია და ასე იქნება მანამ, სანამ ფეხბურთელი ვიქნები.

- „რუბინი“ დატოვეთ და საქართველოში დაბრუნდით ომის გამო...

- ყაზანში ორი წელი ვიყავი და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კარგად ვთამაშობდი. მაგრამ შემდეგ ომი დაიწყო და მივხვდი, რომ სახლში უნდა წავსულიყავი. ომის არ მეშინოდა, მაგრამ საჭიროდ მივიჩნიე ჩემს მიწაზე დაბრუნება. საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ, ერთ-ერთი ბოლო მატჩში გულშემატკივარი მინდორზე შემოვიდა, რათა ახლოდან ვენაზე. ეს წარმოუდგენელი იყო.

- ახლა თავს როგორ გრძნობთ, როგორც „ნაპოლის“ ახალწვეული?

- მშვენიერი გრძნობაა. თანაგუნდელებმა კარგად მიმიღეს, ყველას ვუყვარვარ. რამდენიმე კვირაში თავი ისე მაგრძნობინეს, როგორც სახლში, თითქოს უკვე მათი ოჯახის წევრი ვყოფილიყავი. ეს განსაკუთრებული რაღაცაა.

- უკვე გადაწყვიტეთ ნეაპოლში სად იცხოვრებთ?

- ჯერ არა, მაგრამ განსაკუთრებით საწყის ეტაპზე მინდა ბაზასთან ახლოს ვცხოვრობდე, რომ მთლიანად საქმეზე ვიყო კონცენტრირებული.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.110779
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X