ჩოგბურთი

2:51 | 22.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ATP-მ ჩინური ამ სეზონში ტურნირები გააუქმა

ATP-ს ტურის გადაწყვეტილებით, მიმდინარე სეზონში არ ჩატარდება შანჰაის მასტერსი და კიდევ სამი ტურნირი, რომლებიც ჩინეთში უნდა გამართულიყო. ამის მიზეზია კორონავირუსის ახალი ტალღის აგორება, რომლის გამოც, ცისქვეშეთის არაერთი ქალაქი ისევ ჩაიკეტა.

ჩინეთმა თებერვალში ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლა, მაგრამ მას შემდეგ, ამ ქვეყანაში არცერთი საერთაშორისო შეჯიბრი არ ჩატარებულა. ამის მიზეზი, პანდემიაა. ეს უკვე მესამე სეზონია, რაც ATP-ს ჩინური ტურნირების გაუქმება უწევს.

პანდმიის ახალი ტალღა არაა ისეთი ძლიერი, როგორც წინა წლებში იყო - ქვეყანაში 20 ივლისისთვის მხოლოდ 228 180 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მაგრამ დასავლეთისგან განსხვავებით, სადაც შეზღუდვები უმეტესად მოხსნილია, ჩინეთი ვირუსს ისევ ლოკდაუნით ებრძვის.

ჩინეთის ტურნირების გადადების კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ ჩოგბურთელებს აღარ სურთ შეზღუდვების ფონზე ასპარეზობა. ATP-ში ვარაუდობენ, რომ ჩინურ ტურნირებზე, ბევრი მოთამაშე არც ჩავიდოდა.

WTA-ს ტურს ამ სეზონში ჩინეთში ტურნირები დაგეგმილი არ აქვს. ამის მიზეზი, ჩინლ ჩოგბურთელ პენ შუაისთან დაკავშირებული წინააღმდეგობაა, რომელიც WTA-სა და ჩინეთს შორის წარმოიქმნა. საქმე ისაა, რომ პენმა ჩინეთის ყოფილ ვიცე პრემიერ ჟან გაოლის, სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. WTA კი წყვილებში მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს გამოესარჩლა.

თეგებიპენ შუაი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118595