ფეხბურთი

15:20 | 14.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

დემბელემ "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

უსმან დემბელეს დიდხნიანი სატრანსფერო საგა დასრულდა - ფრანგმა „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

დემბელე, რომლის კონტრაქტი 30 ივნისს ამოიწურა, ესპანურ გრანდში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება. ინფორმაცია კატალონურმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა.

25 წლის ფრანგი შემტევი „ბარსელონამ“ დიდი მოლოდინით 2017 წელს დაიმატა და მას შემდეგ მან 150 მატჩში 32 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე დემბელე „რენისა“ და „დორტმუნდის“ რიგებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11061