სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:46 | 13.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოკი ბათუმში: მარცხი ბოლო წამზე...
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„დინამო ბათუმი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ გავიდა... საქართველოს ჩემპიონმა სლოვაკეთის ჩემპიონი ბრატისლავის „სლოვანთან“ დამატებით დროში წააგო და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს ძალიან დრამატულად გამოეთიშა, იმდენად დრამატულად, რომ სიტყვების პოვნაც ძნელია.

ბრატისლავაში პირველი მატჩი უგოლოდ დასრულდა და ძირითად დროში გოლი არც ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ გასულა. „დინამო ბათუმი“ მეტოქეს ყველა კომპონენტში სჯობდა, უპირატესობას ფლობდა და უფრო მეტი მომენტიც შექმნა, მაგრამ 90 წუთში ვერ გაიტანა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ რეალური საგოლე მომენტები იშვიათად იქმნებოდა. აქვე უნდა ვახსენოთ, პორტუგალიელი მსაჯი ანტონიო ნობრე, რომელმაც რამდენჯერმე სლოვაკთა სასარგებლოდ და ქართველთა საწინააღმდეგოდ რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო გადაწყვეტილება რამდენჯერმე მიიღო. ძირითად დროში ბათუმელთა მხრიდან ყველზე კარგი მომენტი ზურიკო დავითაშვილს ჰქონდა, რომელსაც მეკარემ აჯობა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „სლოვანიც“ ახლოს იყო გოლთან, მაგრამ ივან საპონიჩმა ახლო მანძილიდან თავით ააცილა. ასე იყო თუ ისე, დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც „დინამო“ ისევ პირველ ნომრად თამაშობდა და მეტოქეს მუდმივად წნეხის ქვეშ ამყოფებდა. ამან შედეგიც გამოიღო.

104-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე ლადო მამუჩაშვილმა ქუსლით ულამაზესი პასი გაუკეთა დავითაშვილს, რომელიც ყველაზე აქტიური იყო და საქართველოს ნაკრების შემტევმა უბრალოდ შეუდარებლად ითამაშა - საჯარიმოში შეიჭრა და ძალიან ძლიერი დარტყმით მეკარე ჩოვანს ახლო კუთხეში გაუტანა! „აჭარებთ არენა“, რომელიც პირთამდე სავსე იყო და მთელი თამაში საოცარი ატმოსფერო გახლდათ, გოლის შემდეგ სიხარულისგან ლამის დაინგრა...

თუმცა, სამწუხაროდ, დარჩენილ 15 წუთში გია გეგუჩაძის გუნდმა მოპოვებული უპირატესობა გაანიავა. 115-ე წუთზე ტიგრან ბარსეგიანმა გაათანაბრა, რომლის დარტყმული გიორგი რეხვიაშვილს მოხვდა და ლაზარე კუპატაძემ ვეღარაფერი მოახერხა. სამაგიეორდ, კუპატაძეს გუნდის გადარჩენა შეეძლო და ვალდებულიც იყო ეს გაეკეთებინა 123-ე წუთზე, როცა ვლადიმირ ვაისის შვილმა, უმცროსმა ვაისმა კუთხური ჩააწოდა და გაიტანა. ეს სრული შოკი იყო. ბათუმელთა მეკარემ კარი დაკარგა და რეაქცია უბრალოდ ვეღარ მოასწრო.

უნდა ითქვას, რომ „დინამო ბათუმმა“ მეტოქეს თამაშით აჯობა და მომდევნო ეტაპზე გასვლას იმსახურებდა, მაგრამ ფაქტია, გამარჯვება „სლოვანს“ დარჩა, რომელიც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრულ „ფერენცვაროშს“ შეხვდება. „სლოვანის“ რიგებში 120 წუთი ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 62-ე წუთზე შეცვალეს.

საქართველოს ჩემპიონი კი კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავიდა, სადაც პოზნანის „ლეხს“ შეხვდება, რომლის ღირსებასაც ქართველები, გიორგი წიტაიშვილი და ნიკა კვეკვესკირი იცავენ.

„დინამო ბათუმი“ – „სლოვანი“ 1:2 დ.დ (0:0)

ბათუმი, „აჭარაბეთ არენა“

მაყურებელი: 20 000

„დინამო ბათუმი“ (4-2-3-1): კუპატაძე; ჩაბრაძე (ვაწაძე 85), რეხვიაშვილი, აზაცკი, აზაროვი; ტეიდი (ფალავანდიშვილი 85), ალთუნაშვილი (რადინი 113); მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი, დავითაშვილი; ჯოვინო

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

„სლოვანი“ (4-2-3-1): ჩოვანი; მედვედევი (გრინი 114), კაშია, აბენა, პაუშეკი (რამირესი 106); კუცკა (მუსტაფიჩი 114), კანკავა; ჩაკვეტაძე (ბარსეგიანი 62), ჰოლმანი (საპონიჩი 46), ვაისი, ჩავრიჩი (ჟმრალი 67)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლები: 1:0 დავითაშვილი (104), 1:1 ბარსეგიანი (115), 1:2 ვაისი (120)

გაფრთხილება: რეხვიაშვილი (70), ფალავანდიშვილი (100) - კუცკა (26)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (8) – 11 (5) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 6:3

მსაჯი: ანტონიო ნობრე (პორტუგალია)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.127646
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X