ფეხბურთი

17:00 | 7.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეტოქეები გაირკვა

7 ივლისს, ნიონში ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად, გუნდები თორმეტ 3-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში მოხვდა, სადაც ბელგიის და ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.

მეინ-რაუნდის მატჩები ორ წრედ, 2022 წლის შემოდგომაზე და 2023 წლის მარტში გაიმართება.

0.064991