ფეხბურთი

17:12 | 30.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯუღელი: "ტრანსფერიდან ფულს ხვიჩას ყველა ყოფილი გუნდი მიიღებს"

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერიდან ფულს ყველა კლუბი მიიღებს, სადაც ხვიჩას უთამაშია.

გარდა ამისა, ჯუღელის თქმით, კვარაცხელია დაამტკიცებს, რომ მისი ფასი 50 მილიონ ევროზე მეტია და ზედა ზღვარი არ გააჩნია.

„ნაპოლიმ“ კვარაცხელიაში 10 მილიონი ევრო გადაიხადა. ის „დინამო ბათუმიდან“ იყიდეს და არა „რუბინიდან“, მაგრამ გაყიდვიდან შემოსულ თანხას ეს ორი კლუბი, „დინამო თბილისი“ და მოსკოვის „ლოკომოტივი“ გაინაწილებენ. „დინამო ბათუმის“ გარდა, მის ყოფილ კლუბებს კომპენსაცია ერგებათ. ხვიჩა „ნაპოლიში“ „დინამო ბათუმიდან“ გადავიდა და ფულს „რუბინი“ როგორ მიიღებს? ასე არ ხდება, ეს იტალიაა და იქ ყველაფერი ოფიციალურად კეთდება და მკაცრად კონტროლდება. გარკვეულ წილს მიიღებს ყველა კლუბი, სადაც ხვიჩა თამაშობდა. ამ წილს უკვე ფიფა განსაზღვრავს.

რომ არა ომი, ხვიჩას ფასი გაცილებით მეტი იქნებოდა. ვფიქრობ, რომ ის 50 მილიონ ევროზე ნაკლები არ ღირს და დაამტკიცებს, რომ უფრო მეტი ღირს. მას ბავშვობიდან ვიცნობ, ზღვარი საერთოდ არ აქვს. შეუძლია მომატება, ვიცნობ, როგორც პიროვნებას, განსაკუთრებული პროფესიონალია და ფეხბურთისთვის ყველაფრის დათმობა შეუძლია“, - თქვა ჯუღელმა ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში.

0.116917