სხვა

11:40 | 26.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევან საგინაშვილი: "არ ვიცი, ვარ თუ არა საუკეთესო, ეს ხალხმა და ისტორიამ შეაფასოს"
"ბოდიში თუ ჩემი ემოციურობით ვინმე გავაღიზიანე"

ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა დუბაიში დევონ ლარატი 6:0 დაამარცხა და მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა ჰალკმა შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ხალხმა უნდა შეაფასოს არის თუ არა, ისტორიაში საუკეთესო. გარდა ამისა, ბოდიშიც მოიხადა, თუ ვინმე ბრძოლის დროს ზედმეტი ემოციებით გააღიზიანა.

„პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს. მადლობა დევონს მატჩისთვის და იმ სიტყვებისთვის, რომელიც ახლა თქვა. ძალიან კარგად მოვემზადე ამ შეჯიბრისთვის, მეტოქე სათანადოდ დავაფასე. მე და ჩემმა გუნდმა ყველაფერი გავაკეთეთ კარგად მომზადებისთვის. დარწმუნებული ვიყავი გამარჯვებაში და შეიძლება ზედმეტად ემოციურად გამოვედი და თუ ვინმე გავაღიზიანე, ბოდიშს ვუხდი. კიდევ ერთხელ, მადლობა დევონს ასეთი სიტყვებისთვის. მას მთელი კარიერის განმავლობაში ყველა ძლიერი მეტოქისთვის აქვს ხელი გადაწეული და ჩემდამი ასეთ სიტყვებს ძალიან ვაფასებ, მადლობა.

ძალიან ბევრი ღირსეული მეტოქე მყავს და ყოველთვის ვგრძნობ ჩემს ზურგს უკან მათ სუნთქვას და ვიცი, რომ ემზადებიან. ამიტომ, მეც ვცდილობ არ გავჩერდე და უფრო მაღალ დონეზე ავიდე. ჯერჯერობით, მომდევნო მეტოქე არ ვიცი, მაგრამ თუ დევონს ექნება სურვილი, შემიძლია რემატჩიც ჩავნიშნო, პრობლემა არ არის. თუმცა, დენის ციპლენკოვთან დაპირისპირება მინდა. ისტორიაში საუკეთესო ვარ? არ ვიცი, ამის თქმა არ შემიძლია, ეს ისტორიამ და ხალხმა შეაფასოს“, - თქვა საგინაშვილმა.

შეგახსენებთ, ლევან საგინაშვილს 2018 წლის შემდეგ არცერთი შეხვედრა არ წაუგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117687