სხვა

12:48 | 25.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე წივწივაძე 1000-მეტრიან დისტანციაზე ევროპის ჩემპიონი გახდა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ქართველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ევროპის 18-წლამდე ჩემპიონი გახდა.

წივწივაძემ კანოეთი შეჯიბრში 1000-მეტრიან დისციპლინაში ყველას აჯობა და ოქროს მედალი არავის დაუთმო. საგულისხმოა, რომ ალექსანდრემ ანალოგიურ დისციპლინაში ოქროს მედალი გასულ წელსაც მოიგო და ამდენად, ტიტულის შენარჩუნება შეძლო.

ქართველმა სპორტსმენმა 1000-მეტრიანი დისტანცია 3:58:457 წუთში დაფარა და სულ მცირედით აჯობა მეორე ადგილზე გასულ პოლონელ კასპერ სიერადზანს. ბრინჯაოს მედალი კი ესპანელმა დანიელ გრიალბამ მოიპოვა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 1000 მეტრი ოლიმპიური დისტანციაა. ალექსანდრე ევროპის ჩემპიონატზე ხვალაც იასპარეზებს, ის 200 მეტრიანი დისტანციის ფინალშია გასული და ეცდება კონტინენტის პირველობაზე ჩემპიონობა მესამედ მოიპოვოს.

0.124353