ფეხბურთი

21:18 | 24.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰიონესი: "ბარსელონა" გერმანიაში დიდი ხნის გაკოტრებული იქნებოდა"

მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა „ბარსელონას“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ გერმანიაში ეს კლუბი დიდი ხნის გაკოტრებული იქნებოდა.

„ბარსელონა“ დიდი ხანია არ არის ჩვენთვის მოდელი, რომლის მაგალითსაც მივყვებით. ლევანდოვსკის ყიდვა უნდათ, იმის ფონზე, რომ 6 თვის წინ მილიარდი ევროს ვალი ჰქონდათ. ისინი გერმანიაში დიდი ხნის წინ გაკოტრდებოდნენ, ამ დროს კი „ბაიერნის“ ისეთ ფეხბურთელს, როგორიც ლევანდოვსკია, მილიონობით ევროს სთავაზობენ“, - აღნიშნა ჰიონესმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ რობერტ ლევანდოვსკის შეძენით დიდი ხანია დაინტერესებულია და ესპანეთში გადაბარგება თავად პოლონელ ფეხბურთელსაც სურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115271