ფეხბურთი

14:45 | 24.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას პირველი ოფიციალური მატჩი "ბენტეგოდიზე": სერია A-ს კალენდარი ცნობილია

იტალიის სერია A-ს 2022-2023 წლების სეზონის კალენდარი ცნობილია. შედეგად გაირკვა, რომ „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ოფიციალური დებიუტი „ვერონას“ წინააღმდეგ სტუმრად შედგება.

„სტადიო მარადონზე“ ქართველი პირველ ოფიციალურ მატჩს მეორე ტურში „მონცას“ წინააღმდეგ გამართავს. სეზონს მოქმედი ჩემპიონი „მილანი“ „უდინეზესთან“ საშინაო მატჩით დაიწყებს, „ინტერი“ „ლეჩეს“ ესტუმრება, ხოლო „იუვენტუსი“ „სასუოლოს“ დაუხვდება.

მილანური დერბი გულშემატკივარს მე-5 და 21-ე ტურში ელოდება. „იუვენტუსი“ „ინტერს“ მე-13 ტურში, 6 ნოემბერს უმასპინძლებს, ხოლო 27-ე ტურში 19 მარტს, მილანში ესტუმრება. საინტერესოა, რომ იმავე ტურებსა და იმავე რიცხვებში შედგება რომაული დერბი, „რომასა“ და „ლაციოს“ შორის. მეცხრე ტურში შეხვდებიან „მილანი“ და „იუვენტუსი“, 9 ოქტომბერს, ხოლო ტურინში 28 მაისს, ბოლოსწინა ტურში დაუპირისპირდებიან. კვარაცხელიას "ნაპოლის" "ინტერთან" თამაში 4 იანვარსა და 21 მაისს მოუწევს, ხოლო 15 იანვარს, ნეაპოლში "იუვენტუსი" ჩავა.

სერია A-ს პირველი ტურის კალენდარი ასეთია:

I ტური (13-14 აგვისტო)

„ვერონა“ – „ნაპოლი“

„იუვენტუსი“ – „სასუოლო“

„მილანი“ – „უდინეზე“

„მონცა“ – „ტორინო“

„სამპდორია“ – „ატალანტა“

„ლაციო“ – „ბოლონია“

„ფიორენტინა“ – „კრემონეზე“

„სპეცია“ – „ემპოლი“

„ლეჩე“ – „ინტერი“

„სალერნიტანა“ – „რომა“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116452