სხვა

1:29 | 24.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს ბოლო მეტრები ო’კალაჰანისთვის

ბუდაპეშტში ცურვის მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება, რომლის მეშვიდე დღესაც, ამერიკელმა და ავსტრალიელმა მოცურავეებმა, თავიანთი მონაგარი ოქროს მედლებით შეავსეს. ქალთა შორის 100 მეტრზე თავისუფალ სტილში, გამარჯვება ავსტრალიელმა მოლი ო’კალაჰანმა (ფოტოზე) მოიპოვა, ქალთა 200 მეტრზე ბრასსა და მამაკაცთა 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში კი ამერიკელებმა, ლილი კინგმა და რაიან მერფიმ გაიმარჯვეს.

200 მეტრზე ბრასში ოქროს მედალს ოლიმპიური ჩემპიონი, ავსტრალიელი ზეკ სტაბლეტი-კუკი დაეუფლა, მამაკაცთა შორის 4x200 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაში, გამარჯვება ამერიკელთა კვარტეტმა მოიპოვა.

ო’კალაჰანი მესამე ადგილზე იყო, როდესაც ლიდერები ბოლო 50 მეტრზე წავიდნენ. მაგრამ სწორედ ამ დროს გაზარდა ტემპი და კედელთან 0.13 წამით მიასწრო შვედ ფავორიტს, მსოფლიო რეკორდის მფლობელ სარა სიოსტრომს. მესამე ადგილს დასჯერდა ამერიკელი ტორი ჰუსკე, ვისაც 100 მეტრზე ბატერფლაიში ოქრო აქვს მოპოვებული.

„ძალიან გახარებული ვარ. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვთქვა. ალბათ ის, რომ ამას არ ველოდი“, - განაცხადა ო’კალაჰანმა, ვისთვისაც ეს მსოფლიო ჩემპიონის პირველი ინდივიდუალური ოქროს მედალია.

აღსანიშნავია, რომ ბუდაპეშტში არ უასპარეზია ორ ფავორიტს - მსოფლიოს აწ უკვე ყოფილ და ოლიმპიურ ჩემპიონს, ამერიკელ საიმონე მანუელს და ავსტრალიელ შაიანა ჯეკს, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ვარჯიშისას ხელი მოიტეხა.

კინგი 100 მეტრზე ბრასში, კვარცხლბეკის მიღმა დარჩა. მაგრამ ორმაგ დისტანციაზე ყველაზე სწრაფი იყო და კარიერაში პირველად მოიპოვა ინდივიდუალური ოქრო. ის პირველი 50 მეტრი ლიდერი იყო, მაგრამ შემდეგ მეხუთემდე ჩამოქვეითდა. და მაინც, ბოლო 50 მეტრზე ეყო ძალა იმისთვის, რომ ყველა მეტოქე ჩამოეტოვებინა და კედელს პირველი შეხებოდა.

მერფი რიოს ოლიმპიადაზე, 100 და 200 მეტრზე გლაღმა ცურვაში ჩემპიონი გახდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატებზე, აქამდე ინდივიდუალური ოქროს გარეშე იყო. აღსანიშნავია, რომ მან ტოკიოში 200 მეტრზე გლაღმა ცურვაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

200 მეტრზე ბრასში, მთავარი ფავორიტი სტაბლეტი-კუკი იყო და მანაც მოლოდინი სრულად გაამართლა. ოღონდ, უნდა ითქვას, რომ ფინლში ვერ იასპარეზა მისმა მთავარმა მეტოქემ, ჰოლანდიელმა არნო კამინგამ, ვინც ტურნირს ნახევარფინალში გამოეთიშა.

ფავორიტობს მიუხედავად, პირველი 100 მეტრის შემდეგ, 23 წლის სტაბლეტი-კუკი მეშვიდე ადგილზე იყო. მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს მისი გეგმის ნაწილი იყო. ყოველ შემთხვევაში, რბოლის მეორე ნახევარში ის ყველაზე სწრაფი იყო და კედელთანც პირველმა მიცურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109292