ფეხბურთი

21:14 | 23.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბასიანმა" უეფას რეგიონთა თასზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

მფკ "ბასიანმა" ევროპის სამოყვარულო საკლუბო ტურნირზე, უეფას რეგიონთა თასზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.

ქართულმა გუნდმა ბაქოში მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ესტონური "ტალინა ზაპოოსი" ლადო ხიდეშელის, გიორგი თევზაძის და ირაკლი ლეფსაიას გოლებით, 3:1 დაამარცხა.

შესარჩევი ეტაპის ჯგუფური ეტაპის მეორე და დასკვნით მატჩს მფკ "ბასიანი" 27 ივნისს, ყაზახური "კასკელენის" წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულს ორი ჯგუფის საუკეთესო გუნდებს შორის გასამართი ფინალური შეხვედრა გამოავლენს, რომელიც 29 ივნისს შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115471