ფეხბურთი

19:31 | 22.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, მალხაზ არზიანი გარდაიცვალა

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი მალხაზ არზიანი გარდაიცვალა. ის 57 წლის იყო. არზიანი „დინამო თბილისში“ 1982 წელს მოხვდა და სხვადასხვა წლებში იცავდა ამ კლუბის ღირსებას.

გარდა ამისა, მან ფოთის „კოლხეთის“, „დინამო ბათუმის“, ლანჩხუთის „გურიას“, რუსთავის „მეტალურგისა“ და შვედური „გელივარეს“ რიგებში ითამაშა.

მალხაზ არზიანს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, 1992 წელს, აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127114