კალათბურთი

15:13 | 22.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერჯო სკარიოლომ საქართველოსთან მატჩისთვის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

მსოფლიოს 2023 წლის ჩმპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ივლისის ფანჯარაში საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან და ესპანეთთან ითამაშებს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი სლავებს ლატვიაში შეხვდება, ხოლო ესპანელებს თბილისში უმასპინძლებს. ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერჯო სკარიოლომ ის კანდიდატები დაასახელა, რომელთაგან იმ 12 კალათბურთელს შეარჩევს, რომლითაც 4 ივლისს, თბილისში საქართველოს დაუპირისპირდება.

გაფართოებულ შემადგენლობაში არ არიან ნბა-ს ვარსკვლავები და ცნობილი ესპანელი მოთამაშეები. ძირითად ბირთვს ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე კალათბურთელები შეადგენენ, თუმცა არც ერთი მათგანი არაა წამყვანი კლუბებიდან – რეალიდან, ბარსელონადან, ბასკონიიდან. სკარიოლომ შეკრებაზე ჯონატან ბარეირო, დარიო ბრისუელა, ალბერტო დიაზი, ხაიმე ფერნანდესი (ყველა – უნიკახა), ფერან ბასასი, ხოელ პარა (ორივე – ხუვენტუტი), კინო კოლომი (აეკ, საბერძნეთი), დანი დიეზი (სან ბაპლო ბურგოსი), ფრან გერა (ტენერიფე), ხაბი ლოპეს-აროსტეგი, ხაიმე პრადილია (ორივე – ვალენსია), მიკელ სალვო (გრან კანარია), სებას საისი (ტოკიო, იაპონია), იანკუბა სიმა (მანრესა) და სანტი იუსტა (სარაგოსა) გამოიძახა.

ესპანეთის ნაკრები 1 ივლისს ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. 4 ივლისს, თბილისში, საქართველოს, ხოლო 7 ივლისს, რიგაში, უკრაინას შეხვდება.

GBF.GE

0.112395