ფეხბურთი

14:43 | 22.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

სებასტიან ალე "დორტმუნდის" ისტორიაში ყველაზე ძვირადღებული შენაძენი გახდება

ამსტერდამის „აიაქსის“ თავდამსხმელი სებასტიან ალე გერმანიაში ბრუნდება და კარიერას დორტმუნდის „ბორუსიაში“ გააგრძელებს.

გერმანული მედიის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია, როგორც კლუბებს, ისე „ბორუსიასა“ და ფეხბურთელს შორის. „დორტმუნდი“ კოტ დივუარელში 35 მილიონ ევროს გაიღებს და ალე კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდება.

მიუხედავად იმისა, რომ „დორტმუნდმა“ კარიმ ადეიემი დაიმატა, ერლინგ ჰოლანდის შემცვლელად სწორედ ალე მიჰყავთ, რომელმაც გასული სეზონი ნიდერლანდურ გრანდში ბრწყინვალედ ჩაატარა.

სებასტიან ალეს გერმანიაში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც „აინტრახტის“ წევრი იყო, მას ასევე უთამაშია „ოსერში“, „უტრეხტსა“ და „ვესტ ჰემში“, ხოლო გასულ სეზონში „აიაქსის“ მაისურით 43 მატჩში 34 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118901