ფეხბურთი

13:07 | 22.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია "დინამო ბათუმში" აღარ ითამაშებს
"ნაპოლი" ტრანსფერს 1-ელ ივლისს დაადასტურებს, 7 ივლისს კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის

ხვიჩა კვარაცხელია „დინამო ბათუმში“ აღარ ითამაშებს. 21 წლის ფეხბურთელს სანაკრებო პაუზის შემდეგ აჭარულ გუნდში აღარ უთამაშია.

მან ბათუმელთა რიგებში ზედიზედ მეორე მატჩი გამოტოვა და ეროვნული ლიგის პაუზამდე დარჩენილ ორ შეხვედრაშიც არ ითამაშებს. ხვიჩა დამღლელი სეზონის შემდეგ ისვენებს და ივლისის დასაწყისში უკვე ნეაპოლში იქნება, სადაც დიმაროს ბაზაზე იტალიურ კლუბს შეკრებაზე შეუერთდება, რომელიც 8 ივლისს დაიწყება. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

La Repubblica წერს, რომ "ნაპოლი" ტრანსფერს ოფიციალურად 1-ელ ივლისს გამოაცხადებს, ხოლო 1 კვირის შემდეგ წინასასეზონო სამედიცინო შემოწმებას გაივლის. გარდა ამისა, წყაროს ცნობით, ხვიჩა 14 და 17 ივლისს ნეაპოლელთა პირველ-ორ ამხანაგურ შეხვედრაშიც ითამაშებს.

კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. ხვიჩამ ბოლოს საქართველოს ნაკრებში ბულგარეთის წინააღმდეგ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113151