ფეხბურთი

15:38 | 21.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

სამოყვარულო კლუბი "ბასიანი" უეფას რეგიონთა თასზე იასპარეზებს

საქართველოს მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული, თბილისის "ბასიანი" ევროპის სამოყვარულო საკლუბო ჩემპიონატზე, უეფას რეგიონთა თასზე იასპარეზებს. ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ქართული გუნდი ბაქოში გასამართ საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.

საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულს ორი ჯგუფის საუკეთესო გუნდებს შორის გასამართი ფინალური შეხვედრა გამოავლენს, რომელიც 29 ივნისს შედგება. "ბასიანი" ბაქოში 22 ივნისს გაემგზავრება და მოახლოებული მატჩებისთვის სფფ-ის ვაკის ტექნიკურ ცენტრში ემზადება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ბასიანის ბაქოში გამგზავრებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს უზრუნველყოფს. ბაქოში გამგზავრებამდე, ბასიანის ვარჯიშს სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, ბერდია ჯიბლაძე დაესწრნენ. კახა ჭუმბურიძემ ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა და გუნდს სრული ეკიპირება გადასცა.

მფკ ბასიანის მატჩები შესარჩევ ეტაპზე:

23 ივნისი - ბასიანი - ტალინა ზაპოოსი (ესტონეთი)

27 ივნისი - კასკელენი (ყაზახეთი) - ბასიანი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112584