ფეხბურთი

14:52 | 21.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

დინამო თბილისი 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია

საქართველოს 19-წლამდელთა ლიგის 2021 წლის სეზონის გათამაშების გამარჯვებული დინამო თბილისის ასაკობრივი გუნდი გახდა.

19-წლამდელთა გუნდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, აკაკი ალადაშვილმა დააჯილდოვა.

დინამო თბილისის 19-წლამდე გუნდის წევრებს ოქროს მედლები და საჩემპიონო ფარი, დინამო თბილისსა და გაგრას შორის გამართული ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მატჩის შესვენებისას გადაეცათ.

2021 წლის ოქროს ლიგის სეზონი, რომელეც Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, 2022 წელს დასრულდა, დინამო თბილისის 19-წლამდე გუნდმა დაუმარცხებლად, 61 ქულით მოიგო.

gff.ge

0.113428