ფეხბურთი

23:50 | 20.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსმა "რეალთან" კონტრაქტის განახლებაზე უარი თქვა

ტონი კროოსმა მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტის განახლებაზე უარი თქვა. ესპანური მედიის ცნობით, „სამეფო კლუბმა“ გერმანელ ნახევარმცველს ხელშეკრულების 2024 წლამდე განახლება შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელმა უარი თქვა.

კროოსის მოქმედი კონტრაქტი 2023 წელს იწურება, მაგრამ არ სურს კლუბისთვის ტვირთი გახდეს, რადგან არ იცის ერთი წლის შემდეგ კლუბში დარჩენის სურვილი ექნება თუ არა.

შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსი „რეალში“ 2014 წლიდან თამაშობს და 365 შეხვედრაში 25 გოლი აქვს გატანილი. მანამდე გერმანელი სამშობლოში, „ბაიერნისა“ და „ლევერკუზენის“ რიგებში ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110807