ფეხბურთი

22:14 | 20.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილის წარმატებული დებიუტი "დინამო თბილისში"

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-18 ტურში „დინამო თბილისმა“ „გაგრა“ 5:0 დაამარცხა და გიორგი ჭიაბრიშვილის დებიუტი შეიძლება ითქვას, იდეალური გამოვიდა.

„დინამომ“ მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და ანგარიში სრულად ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. ანგარიში უსმანე კამარამ გახსნა და პირველი ტაიმი ასე დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში მასპინძლებმა უპირატესობა კიდევ გაზარდეს. ჯერ გიორგი მოისწრაფიშვილმა პენალტი გაიტანა, მერე კი ოსეი ბარნსიმ, ანზორ მექვაბიშვილმა და დავით სხირტლაძემ გაიტანეს.

ამრიგად, გიორგი ჭიაბრიშვილს შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა და დასაწყისი ნამდვილად კარგია. „დინამო თბილისმა“ 35 ქულა დააგროვა და მომდევნო ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება, ხოლო „გაგრასთვის“ ეს ზედიზედ მეექვსე წაგება და 17 ქულით მეცხრე ადგილზეა. გაგა კირკიტაძის გუნდს მომდევნო მატჩი გორის „დილასთან“ ელოდება.

„დინამო თბილისი“ – „გაგრა“ 5:0 (1:0)

გოლები: 1:0 კამარა (22), 2:0 მოისწრაფიშვილი (52, პენ), 3:0 ბარნსი (58), 4:0 მექვაბიშვილი (74), 5:0 სხირტლაძე (82)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131603