ფეხბურთი

16:08 | 20.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდე ნაკრები თურქეთის წინააღმდეგ 2 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, რუსთავის აკადემიის მოედანზე თურქი თანატოლების წინააღმდეგ 2 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. შეხვედრები 25 და 27 ივნისს, 20:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

აღნიშნული მატჩებისთვის, 17-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - გიორგი ხიზანიშვილმა 22 ფეხბურთელი გამოიძახა.

U17 | შემადგენლობა

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), მათე საური (დინამო თბილისი).

მცველები: დავით ქელდიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ნიკოლაიშვილი (საბურთალო), გიორგი მეფარიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა შაშიაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი გოგატიშვილი (სფფ-ის აკადემია), გიგი შენგელია (სფფ-ის აკადემია), ნიკა ბენდიანიშვილი (დინამო თბილისი), გიგი გოგია (ქვინზ პარკ რეინჯერსი, ინგლისი), რატი გრიგალავა (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი (დინამო თბილისი), დათა ინაიშვილი (სფფ-ის აკადემია), საბა გეგუჩაძე (საბურთალო), გიორგი ჩაჩუა (საბურთალო), გიორგი კანკია (სფფ-ის აკადემია), ლუკა ბუბუტეიშვილი (დინამო თბილისი), ავთანდილ მაშავა (სფფ-ის აკადემია), საბა სამუშია (სფფ-ის აკადემია), თემურ ოდიკაძე (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: ალექსანდრე თურქია (დინამო თბილისი), ვახტანგ სალია (დინამო თბილისი).

17-წლამდე ასაკობრივი ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მომდევნო ციკლს, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფში - ინგლისს, ისრაელს და ლიეტუვას დაუპირისპირდება.

მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე - 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.

25 ოქტომბერი | საქართველო V ისრაელი
28 ოქტომბერი | საქართველო V ინგლისი
31 ოქტომბერი | საქართველო V ლიეტუვა

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114907