ფეხბურთი

15:36 | 19.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" 18 წლის შოტლანდიელი მცველი დაიმატა

ინგლისურმა „ლივერპულმა“ შოტლანდიური „აბერდინადან“ ნიჭიერი მარჯვენა მცველი კელვინ რემსი დაიმატა. ინფორმაცია „წითლების“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

რემსიმ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და „ლივერპულში“ 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ტრანსფერის ღირებულებამ 7.5 მილიონი ევრო შეადგინა.

18 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში „აბერდინის“ ღირსება 39-ჯერ დაიცვა და 1 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ შოტლანდიის საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციამ რემსი შოტლანდიის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119234