ფეხბურთი

12:55 | 19.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი: "კვარაცხელია საინტერესო ტალანტი და ძლიერი ფეხბურთელია"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ამჟამად მოლდოვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო ბორდინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ბორდინს 1993-1997 წლებში „ნაპოლის“ რიგებში უთამაშია და იქაურ ატმოსფეროს კარგად იცნობს. მან ხვიჩა დადებითად დაახასიათა.

„კვარაცხელია საინტერესო ტალანტია, ძლიერი მოთამაშე, თუმცა ჯერ განსხვავებულ ჩემპიონატსა და იტალიურ რეალობაში მოუწევს დამკვიდრება. ნეაპოლელი ფანები სითბოს გაგრძნობინებენ და ეს გაიძულებს უფრო მეტად დაიხარჯო, მაგრამ ჯერ ადაპტაცია უნდა გაიაროს. ნებისმიერ შემთხვევაში, გარწმუნებთ, რომ ის ძლიერი ფეხბურთელია“, - თქვა ბორდინმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ივლისის დასაწყისში შეუერთდება და 8 ივლისიდან, როდესაც ნეაპოლელები ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებენ, ლუჩანო სპალეტის განკარგულებაში იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112582