რაგბი

13:51 | 17.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ კოლეშვილი: რთული მატჩი იქნება, მაგრამ შეგვიძლია ეს დღე ვაქციოთ დღედ, რომელსაც დიდი ხანია ველით
ვეტერანმა ბორჯღალოსანმა იტალიასთან მატჩის წინ ჩვენთან ისაუბრა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ივლისში სამ საერთაშორისო ტესტ-მატჩს ჩაატარებს. "ბორჯღალოსნები" 2 ივლისს, ქუთაისის "აია არენაზე" არგენტინა XV-ის ნაკრებს შეხვდება, 10 ივლისს კი ისტორიული მატჩი ელით. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბათუმის "აჭარაბეთ არენაზე" იტალიას დაუპირისპირდება. ხოლო 16 ივლისს, კვლავ ქუთაისის "აია არენაზე" პორტუგალიას მიიღებს.

მთავარი რა თქმა უნდა იტალიასთან სარაგბო დაპირისპირებაა და ამ მატჩთან დაკავშირებით ჩვენ ვეტერან "ბორჯღალოსან" ვიქტორ კოლელიშვილს დავუკავშირდით. მას "აძურისთან" მატჩამდე ექსკლუზიური კომენტარი ჩამოვართვით.

"იტალიასთან მატჩზე ქართველ გულშემატკივარს ყოველთვის დიდი მოლოდინი აქვს. ეს, ბოლო წლებში, მათი 6-ერზე არცთუ დამაჯერებელი თამაშით და შედეგებით არის განპირობებული, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იტალიას რაგბიში დიდი ტრაციები აქვს. იტალიელებს ე.წ. TIER 1-ის გუნდიც არაერთხელ დამარცხებიათ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მათი დამარცხება ძალიან რთული იქნება, მაგრამ იმ ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა იტალიასთან წინა მატჩში მიღებული გამოცდილება და საკუთარი მოედნის ფაქტორი, დიდია შანი ეს ის დღე იყოს რომელსაც ამდენი ხანია ველით."- გვითხრა ვიქტორ კოლელიშვილმა

ვიქტორ კოლელიშვილს "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში 50 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 4 ლელოა. ვიტოს 2011 და 2015 წლების მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132379