სხვა

0:40 | 15.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მეივეზერი იაპონიაში საჩვენებელ ბრძოლას გამართავს

ფლოიდ მეივეზერი საჩვენებელ ბრძოლას გამართავს შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლთან, იაპონელ მიკურუ ასაკურასთან. შეხვედრა სავარაუდოდ სექტემბერში, იაპონიაში გაიმართება.

მეივეზერი ახლახანს საერთაშორისო კრივის დიდების დარბაზში შეიყვანეს. აქტიური პროფესიონალი მოკრივის კარიერა მან 2015 წელს დაასრულა. თუმცა 2017-ში, კონორ მაკგრეგორთან შესახვედრად დაბრუნდა. ამერიკელმა ბრძოლა მოიგო. ეს იყო პროფესიონალურ რინგზე მის მიერ გამართული 50-ე შეხვედრა და 50-ე გამარჯვება.

პრომოუტერები ბრძოლის ზუსტ თარიღს ჯერ არ ასახელებენ. ისინი ამბობენ, რომ ის სექტემბერში გაიმართება. ჯერ არც ადგილი დაზუსტებულა და არც ბრძოლის წესები. ყველა ინფორმაცია ამ თვის ბოლოს გამოქვეყნდება.

ეს იქნება მეივეზერის მეორე საჩვენებელი ბრძოლა, რომელსაც იაპონიაში ჩაატარებს. 2018 წელს იაპონელ კიკბოქსერ ტენშინ ნასუკავას შეხვდა და ტექნიკური ნოკაუტით მოუგო. მაისში კი ამერიკელი აბუ დაბიში, თანამემამულე დონ მურს, ასევე საჩვენებელ ბრძოლაში დაუპირისპირდა და დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115483