ფეხბურთი

13:42 | 10.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: "ვალენსიას" 10 მატჩი ვნახე და ვიცი, რომ ძალიან საინტერესო ახალგაზრდები გვყავს"

„ვალენსიაში“ ჯენარო გატუზო ოფიციალურად წარადგინეს და 44 წლის სპეციალისტმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. მას პირადად გიორგი მამარდაშვილზე არ ულაპარაკია, მაგრამ აღნიშნა, რომ „ვალენსიას“ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ჰყავს და ზუსტი წარმოდგენა აქვს, გუნდს რომელ რგოლებში სჭირდება გაძლიერება.

„ჯერ არცერთი ფეხბურთელისთვის არ დაირეკავს, რადგან ვფიქრობ, რომ პირველ რიგში პრეზენტაციაზე უნდა მესაუბრა. ტონი ლატო და უგო გილამონი ბაზაზე დღეს გავიცანი. ვაპირებ, ყველა მოთამაშეს სათითაოდ დაველაპარაკო, რადგან მინდა გავიგო მათი განცდები და თამაშის სურვილი. მინდა, რომ გუნდში ფეხბურთელები მყავდეს, რომლებიც თამაშის სურვილი შინაგანად ცეცხლმოკიდებულები იქნებიან, ვისთვისაც „ვალენსიაში“ თამაში იგივე იქნება, როგორც „რეალსა“ და „ბარსელონაში“ თამაში.

მომწონს ფეხბურთელებთან საუბარი, მათი მოსმენა, მაგრამ მოედანზე პროფესიონალიზმს ვითხოვ. მოედანს მიღმა შეიძლება იხუმრო, გაიცინო ან შეცდომა დაუშვა, მაგრამ მინდორზე ყურადღების გაფანტვის უფლებას არავის მივცემ. დღეს ბევრს ვსაუბრობთ გედეშზე, გაიასა და სოლერზე, მართალია, ისინი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან, მაგრამ არასწორია მხოლოდ მათზე აქცენტის გაკეთება. აპრილში, როცა პირველად დამირეკეს კლუბიდან, მას შემდეგ „ვალენსიას“ 8-10 მატჩი ვნახე და ზუსტად ვიცი, რაში გვჭირდება გაუმჯობესება. ვიცით, რომ გვყავს ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც განვითარების პოტენციალი გააჩნიათ“, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზო გიორგი მამარდაშვილამდე ბერძნულ „ოფიში“ გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილის მწვრთნელიც იყო.

0.11404