სხვა

1:03 | 8.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტურ დე ფრანსის სამგზის ჩემპიონ გრეგ ლემონდს ლეიკემია აღმოაჩნდა

ტურ დე ფრანსის სამგზის ჩემპიონმა, ამერიკელმა გრეგ ლემონდმა გამოაცხადა, რომ ექიმებმა კიბოს განკურნებადი ფორმის, ქრონიკული მიელოგენური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს.

ეს ინფორმაცია ლემონდმა საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა. ის წერს, რომ დაავადბა სიცოცხლისთვის საშიში არაა, მაგრამ ხშირ დაღლილობას იწვევს, რის გამოც, წლევანდელ ფრანგულ ველომარათონს ვერ დაესწრება.

„სიტყვა კიბოს გაგონებაც არავის სურს, მაგრამ სული მოვითქვი, როდესაც გავიგე, თუ რა იწვევდა სწრაფ გადაღლას. ექიმებთან შეთანხმებით, მკურნლობას ამ კვირაში ვიწყებ. რამდენიმე კვირაში უკეთ ვიქნები. უახლოეს მომავალი კი ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდები, რომელიც მცირედით შეიცვლება. ექიმებმა მითხრეს, რომ რამდენიმე თვეში დაავადების რემისიაა მოსალოდნელი“, - ამბობს ლემონდი.

გრეგ ლემონდი, ვინც ახლა 60 წლისაა, ყველაზე წარმატებულ ამერიკელ მამაკაც ველომრბოლად ითვლება მას შემდეგ, რაც დოპინგის გამო, ტურ დე ფრანსზე შვიდი გამარჯვება გაუუქმდა ლანს არმსტრონგს. ლემონდს ტური 1986, 1989 და 1990 წლებში აქვს მოგებული, კარიერა კი 1994 წელს დაასრულა. მას შემდეგ, რაც იმავე დოპინგის გამო, ტურზე მოპოვებული გამარჯვება კიდევ ერთ ამერიკელს, ფლოიდ ლენდისს ჩამოერთვა, ლემონდი ფრანგული ველომარათონის ერთადერთ ამერიკელ ჩემპიონად რჩება.

0.11698