ფეხბურთი

11:52 | 7.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლი“ „არსენალის“ მცველით დაინტერესდა

ხვიჩა კვარაცხელია 1 ივლისიდან ოფიციალურად გახდება „ნაპოლის“ ფეხბურთელი და ცხადია, ნეაპოლური კლუბის ყოველი წვრილმანი ამიერიდან განსაკუთრებით გვაინტერესებს.

აი, მაგალითად, Football Italia წერს, რომ სამხრეთიტალიელები ლონდონის „არსენალის“ მცველით, ვილიამ სალიბათი დაინტერესდნენ, რომელიც იჯარის წესით „მარსელში“ თამაშობს.

„ნაპოლიმ“ საცდელი ნაბიჯი გადადგა და „არსენალს“ სალიბას შესახებ სატრანსფერო ინფორმაცია გამოსთხოვა. სავარაუდოდ 21 წლის ფრანგი მცველი პოტენციურ მყიდველს იაფი არ დაუჯდება. მისი საბაზრო ფასი დაახლოებით 30 მილიონი ევროა.

გასული სეზონის ყველა ტურნირში სალიბამ „მარსელის“ შემადგენლობაში 52 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110703