ფეხბურთი

4:20 | 6.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი აზაროვი: "გვინდოდა დამაჯერებლად მოგვეგო"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ირაკლი აზაროვმა ბულგარეთთან გამარჯვების (5:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, დამაჯერებლად მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს.

„მადლობა მინდა გადავუხადო აქ ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს და ვინც საქართველოდან გვქომაგობდა. ძალიან მაგარი ატმოსფერო იყო და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დამაჯერებლად მოგვეგო. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია გოლის გატანა და ასე გაგრძელებას ვეცდები“, - აღნიშნა აზაროვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ორ ტურში 6 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 9 ივნისს, სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს. ვილი სანიოლის გუნდს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა, საიდანაც 6 შეხვედრა მოიგო და ერთხელ ფრეს დასჯერდა.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის რაზგრადიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131543