ფეხბურთი

16:37 | 3.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბულგარეთისა და საქართველოს მატჩს იტალიელები იმსაჯებენ

ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ტურში ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი არბიტრი ფაბიო მარესკა იქნება, რომელსაც ჯოვანი ბაკინი და მარკო ბრესმესი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯის ფუნქციას კი ფრანჩესკო ფორნო შეასრულებს. ვიდეორეფერის ოთახში ლუკა პაირეტო და სერჯო რანგეტი იმუშავებენ.

აღსანიშნავია, რომ ყველა არბიტრი გამოცდილია. მარესკა, ფორნო და პაირეტო სერია A-ს მატჩებს თითქმის ყოველ ტურში, სისტემატურად მსაჯობენ.

შეგახსენებთ, რომ ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 5 ივნისს, რაზგრადში გაიმართება. ერთა ლიგის პირველ ტურში საქართელომ გიბრალტარი 4:0 დაამარცხა, ხოლო ბულგარეთი საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუზავდა (1:1).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114048