ფეხბურთი

21:59 | 31.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოს" ფანებმა კურტუას დაფა სტადიონიდან აიღეს

მადრიდის „ატლეტიკოს“ გულშემატკივრებმა „ვანდა მეტროპოლიტანოს“ სტადიონზე ტიბო კურტუას მემორიალური დაფა გაანადგურეს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგების შემდეგ „რეალის“ მეკარემ ისეთი განცხადება გააკეთა, რამაც „ატლეტიკოს“ ფანები ძალიან გააბრაზა: „როდესაც ფინალში „რეალის“ წინააღმდეგ თამაშობ, იცი, რომ დამარცხდები. მიხარია, რომ ახლა მე სწორ მხარეს ვიყავი“.

მოგეხსენებათ, კურტუამ 2014 წელს „ატლეტიკოს“ რიგებში სწორედ „რეალთან“ წააგო ჩემპიონთა ლიგის ფინალი და ეს იგულისხმა. „ატლეტიკოს“ ფანების დაჯგუფებამ კლუბს მისი დაფის აღება მოსთხოვა, რაზეც მადრიდელთა პრეზიდენტმა ენრიკე სერეზომ თქვა: „თუ მათ დაფის მოხსნა უნდათ, შეუძლიათ ნაჯახით და ნიჩბით მივიდნენ და დაფა აიღონ“.

ფანებმა ამ განცხადების შემდეგ მართლაც ეს გააკეთეს და ბელგიელი მეკარის მემორიალური დაფა გაანადგურეს. აღსანიშნავია, რომ „როხიბლანკოს“ ფანებმა კურტუას დაფა ადრეც დააზიანეს, როცა ის „რეალში“ გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ ტიბო კურტუა მადრიდის „ატლეტიკოს“ ღირსებას 2011-2014 წლებში იცავდა და 154 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116524