„ბარსელონას“ ფეხბურთელის უსმან დემბელეს აგენტმა მუსა სისოკომ უარყო ინფორმაცია, რომ მისი კლიენტი „პარი სენ ჟერმენს“ შეუთანხმდა. მისი თქმით, ჯერჯერობით დემბელეს გადაწყვეტილება არ მიუღია.
„ჩვენ ყოველთვის დიდ პატივს ვცემთ ყველა კლუბს და მომავალშიც ასე მოვიქცევით. როდესაც გადაწყვეტილების მიღების დრო დადგება, უსმანი განიხილავს რა არის საუკეთესო ვარიანტი მისი მომავლისთვის“, - თქვა სისოკომ.
შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელეს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და თითქმის გადაწყვეტილია ესპანური კლუბიდან წასვლა. ფეხბურთელს ყველაზე აქტიურად „პარი სენ ჟერმენს“ უკავშირებენ.