ფეხბურთი

1:09 | 26.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" - კონფერენს ლიგის ისტორიაში პირველი ჩემპიონი

„რომა“ - კონფერენს ლიგის ისტორიაში პირველი ჩემპიონი. ტირანაში გამართულ ფინალში ჟოზე მოურინიოს გუნდმა როტერდამის „ფეიენოორდი“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

შეხვედრა დაძაბული იყო, მაგრამ სანახაობრივი არა და დაფიქსირებული ანგარიში სრულიად ლოგიკურია. ერთადერთი გოლი ნიკოლო ძანიოლომ გაიტანა, რომელმაც 32-ე წუთზე ნიდერლანდელთა დაცვის ხაზის შეცდომით იდეალურად ისარგებლა.

დარჩენილ დროში იტალიელებმა ანგარიშის შენარჩუნება მოახერხეს. ამრიგად, „რომამ“ კონფერენს ლიგა მოიგო და ზოგადა, ეს „ჯალოროსის“ პირველი ევროტიტულია ისტორიაში. აქამდე ორჯერ იყო ევროთასის ფინალში და ორჯერვე წაგებული ჰქონდა - ჩემპიონთა თასზე „ლივერპულთან“ და უეფას თასზე - „ინტერთან“.

ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგისა და უეფას თასის ორ-ორჯერ მოგების შემდეგ კიდევ ერთი ევროტურნირი მოიგო. სხვათა შორის, „რომა“ 2010 წლისა და „ინტერის“ მერე პირველი იტალიური კლუბია, რომელმაც ევროთასი მოიგო და მაშინაც, „ნერაძურის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იყო.

„რომა“ – „ფეიენოორდი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ძანიოლო (32)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146419