ფეხბურთი

2:10 | 25.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" მამარდაშვილს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს, გამოსასყიდი ფასი 100 მილიონი იქნება

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიასთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს და მისი გამოსასყიდი ფასიც მკვეთრად გაიზრდება.

Deportes COPE Valencia-ის ცნობით, „ვალენსია“ ქართველ კიპერს კონტრაქტს 2027 წლამდე გაუხანგრძლივებს და გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება! ამჟამად, გიორგის „ღამურებთან“ ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა.

წყაროს თანახმად, მამარდაშვილით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული, რის გამოც „ვალენსიამ“ მასთან კონტრაქტის განახლება და გამოსასყიდი თანხის გაზრდა გადაწყვიტა. ესპანური მედია წერს, რომ მამარდაშვილი სხვა კლუბების ინტერესზე არ ფიქრობს და თვითონაც სურს „ვალენსიაში“ დარჩენა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა 2021-2022 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა და ცხრაჯერ კარი მშრალად შეინახა. გიორგი ლა ლიგამ სამჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად და ორჯერ ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელა. მოგერიებული ბურთების პროცენტული მაჩვენებლით (73.3%) ქართველი ლა ლიგაში მხოლოდ იასინ ბონოსა და ტიბო კურტუას ჩამორჩა, ტოპ ხუთ ლიგაში კი მე-14 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103059