ფეხბურთი

14:25 | 19.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერი“ დე იონგში 75 მილიონის გადასახდელად მზად არ არის

„მანჩესტერ იუნაიტედს“ „ბარსელონას“ ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის შეძენა სურს, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახერხებს - გვამცნობს Daily Mail.

წყაროს ინფორმაციით, „ბარსელონა“ ნიდერლანელში 75 მილიონ ევროს ითხოვს, რაც მანკუნიანელთა ზაფხულის ტრანსფერებისთვის გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილია. ამიტომ პრობლემა შეექმნათ.

გამოცემა ასევე წერს, რომ დე იონგის გადაბირება პირადად მანჩესტერელების ახალ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს სურს. თანამემამულე ფეხბურთელთან მას ადრე ამსტერდამის „აიაქსში“ უმუშავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12643