სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:32 | 12.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ ლევანდოვსკიმ "ბაიერნის" დატოვება გადაწყვიტა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

რობერტ ლევანდოვსკის და მიუნხენის „ბაიერნის“ ურთიერთობა სრულდება. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა Bild-ი იტყობინება.

გერმანული გაზეთის ინფორმაციით, პოლონელმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და „ბაიერნთან“ კონტრაქტს არ განაახლებს. წყაროს თანახმად, რობერტმა ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას, ოლივერ კანსა და ჰასან სალიჰამიჯიჩსაც აცნობა.

ლევანდოვსკის კონტრაქტი 2023 წელს იწურება და მის განახლებას არ აპირებს, რის გამოც შეიძლება „ბაიერნმა“ ის დამდეგ ზაფხულს გაყიდოს. კიდევ ერთი გერმანული გამოცემა Kicker-ი წერს, რომ მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობას მისი გაყიდვა ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს - ეს ორ პირობაზეა დამოკიდებული: თუ იპოვიან მის მემკვიდრეს და მიიღებენ თუ არა სასურველ წინადადებას. ბავარიელები რობერტს 40 მილიონ ევროდ აფასებენ.

ლევანდოვსკის ყველაზე აქტიურად „ბარსელონას“ უკავშირებენ. მიუხედავად იმისა, რომ ესპანურ კლუბს ფინანსური კრიზისი აქვს, ფრენკი დე იონგისა და ფილიპე კოუტინიოს გაყიდვით საკმარისი თანხის გამომუშავება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნს“ 2014 წელს „დორტმუნდიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 374 შეხვედრაში 343 გოლი აქვს გატანილი. კონკრეტულად ბუნდესლიგაში მის ანგარიშზე 383 თამაშში 311 გოლია და გერმანიის ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირებში მეორე პოზიციაზეა. 33 წლის ფეხბურთელს პოზნანის „ლეხსა“ და „დორტმუნდში“ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.106745
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X