ფეხბურთი

21:24 | 12.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" "დინამო ბათუმთან" ჩამორჩენა შეამცირა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გორის „დილამ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და უშუალო კონკურენტების დაპირისპირებაში სტუმრებმა მოიგეს.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც „დილას“ ყოფილმა ფეხბურთელმა და ახლა „დინამოს“ შემტევმა უსმანე კამარამ გაიტანა, რომელმაც ერთი შეხებით ეფექტური გოლი გაიტანა.

„დინამო თბილისისთვის“ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან მეორე ადგილზე 25 ქულით ერთპიროვნულად დამკვიდრდა და ლიდერ „დინამო ბათუმს“ უკვე მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. კახა ცხადაძის გუნდი მომდევნო ტურში თბილისურ დერბიში „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.

„დილამ“ უშუალო კონკურენტთან ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა (წინა ტურში „დინამო ბათუმთან“ წააგო) და 22 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. გორელები მომდევნო ტურში „სიონს“ შეხვდებიან.

„დილა“ – „დინამო თბილისი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 კამარა (25)

0.152933