ფეხბურთი

11:53 | 12.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის“ კიდევ ერთი უნიკალური მიღწევა

ინგლისური პრემიერლიგის 33-ე ტურის გადატანილ მატჩში, „ლივერპულმა“ სტუმრად „ასტონ ვილა“ დაამარცხა და უნიკალური მიღწევა დააფიქსირა. მერსისაიდელებისთვის ეს გამარჯვება მე-100 აღმოჩნდა ერთსა და იმავე კლუბთან.

ანუ, „ლივერპულმა“ „ასტონ ვილა“ ისტორიაში მეასედ დაამარცხა.

„ასტონ ვილასთან“ მატჩში, რომელსაც „წითლების“ ყოფილი ვარსკვლავი, სტივენ ჯერარდი წვრთნის, სტუმართაგან გოლები ჟოელ მატიპმა და სადიო მანემ გაიტანეს. მასპინძელთაგან კი თავი დუგლას ლუისმა გამოიჩინა.

36 ტურის შემდეგ „ლივერპულმა“ 86 ქულა მოაგროვა და ცხრილში მეორე ადგილზეა. სამი ქულით ჩამორჩება ლიდერ „მანჩესტერ სიტის.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111981