სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:20 | 10.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

2024 წლიდან ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით ჩატარდება
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ჩემპიონთა ლიგის ფორმატი 2024-2025 წლების სეზონიდან შეიცვლება. გადაწყვეტილება უეფამ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ოფიციალურად დაადასტურა.

ასე რომ, მოქმედი ფორმატით ყველაზე პრესტიჟული ტურნირი კიდევ ორი სეზონის განმავლობაში ჩატარდება, მერე კი პრაქტიკულად ყველაფერი სიღრმისეულად შეიცვლება.

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა რამდენიმე ცვლილება დღევანდელ სხდომაზე უკვე დაამტკიცა:

ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდების რაოდენობა 36-მდე გაიზარდა. მოგეხსენებათ, ტურნირში აქამდე 32 გუნდი თამაშობს.

დამატებული 4 ადგილი შემდეგნაირად შეივსება:

ერთ ადგილს მიიღებს უეფას რეიტინგის მეხუთე საფეხბურთო ჩემპიონატის მესამეადგილოსანი გუნდი.

ერთი მონაწილის ვინაობა ე.წ „ჩემპიონთა გზით“ გაირკვევა.

კიდევ ორი ადგილს ორი ქვეყნის თითო გუნდი მიიღებს. უფრო კონკრეტულად კი, ეს წინა სეზონის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. მაგალითად, ცვლილებები ძალაში მომდევნო სეზონიდან რომ შედიოდეს, დამატებით ადგილს ინგლისი და ნიდერლანდები მიიღებდნენ და ჩემპიონთა ლიგაზე ის გუნდი გავიდოდა ამ ქვეყნებიდან, რომლებიც საუკეთესო პოზიციაზე იმყოფებიან ჩემპიონთა ლიგის ზონის შემდეგ (მაგალითად, პრემიერლიგიდან ამჟამად „ტოტენჰემი“, ერედივიზიონიდან „ფეიენოორდი“).

რაც მთავარია, შეიცვლება ტურნირის ფორმატი, რომლის თანახმადაც, ჯგუფური ეტაპი პრაქტიკულად უქმდება.

თითოეული გუნდი 8-8 თამაშს ჩაატარებს, ე.წ შვეიცარიული სისტემით. აღსანიშნავია, რომ ამ რვა მატჩს გუნდები 8 სხვადასხვა მეტოქის წინააღმდეგ ჩაატარებენ, ოთხს შინ და ოთხს - სტუმრად. შედარებისთვის, ამჟამად ჯგუფურ ეტაპზე გუნდები 6 თამაშს ატარებენ, მაგრამ მხოლოდ 3 მეტოქის წინააღმდეგ. გამოდის, რომ პლეი-ოფამდე ერთი და იგივე გუნდები ერთმანეთს ორჯერ არ შეხვდებიან.

ხსენებული 8 თამაშის (ტურის) შემდეგ სატურნირო ცხრილში 1-8 გუნდი მერვედფინალის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს, ხოლო 9-24-ე ადგილზე გასული გუნდები დაწყვილდებიან და შინ/სტუმრად თამაშის პრინციპით წყვილის 8 გამარჯვებული მერვედფინალში შეუერთდება იმ 8 გუნდს, რომლებმაც საგზური ავტომატურად მიიღეს (1-8 ადგილოსნებს).

მერვედფინალური სტადიიდან ჩემპიონთა ლიგის ფორმატი უცვლელი დარჩება. მატჩები, როგორც ახლა, მერეც შუა კვირაში გაიმართება, რომ შიდა ჩემპიონატების ჩატარება არ შეფერხდეს.

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღო და ევროპული ფეხბურთი ახლა ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. სლოვენიელი დარწმუნებულია, რომ ახალი ფორმატი გაზრდის, როგორც კონკურენციას, ისე კლუბების შემოსავალს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.1124
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X