ფეხბურთი

1:10 | 6.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" და "ფეიენოორდი" კონფერენს ლიგის ფინალში ითამაშებენ

კონფერენს ლიგის ისტორიაში პირველი ფინალი იტალიურ „რომასა“ და ნიდერლანდურ „ფეიენოორდს“ შორის გაიმართება.

ჟოზე მოურინიოს „რომამ“ ნახევარფინალში ინგლისური „ლესტერი“ დაამარცხა. ერთი კვირის წინ ინგლისში შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, ხოლო „სტადიო ოლიმპიკოზე“ რომაელებმა ტამი აბრაჰამის ერთადერთი გოლით მოიგეს და ორი მატჩის ჯამში „ჯალოროსიმ“ 2:1 იმარჯვა.

„ფეიენოორდმა“ საკუთარ „დე კუიპზე“ „მარსელთან“ მოპოვებული უპირატესობა (3:2) „სტად ველოდრომზე“ შეინარჩუნა. საფრანგეთში გოლი არ გასულა და როტერდამელებმა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

ამრიგად, 25 მაისს, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში „რომა“ და „ფეიენოორდი“ კონფერენს ლიგის პირველ ჩემპიონს გამოავლენენ. "რომა" ევროთასის ფინალში 31-წლიანი პაუზის შემდეგ ითამასებს, ხოლო "ფეიენოორდი" ბოლოს 2002 წელს, უეფას თასის ფინალში იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.166178