ფეხბურთი

23:46 | 3.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჰამბურგის" მწვრთნელი: "ჩაკვეტაძისგან მეტს ველოდი, ვარჯიშებზეც აღარ აქტიურობს"

„ჰამბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისგან მეტ სიცოცხლეს ელოდა. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ჩაკვეტაძეს შინაგანად უნდა სურდეს მომდევნო ნაბიჯის გადადგმა.

„მას რა თქმა უნდა, კარგი თვისებები აქვს. ის კარგადაა, თუმცა ვარჯიშებზე არც ისე აქტიურია, რომ შემეძლოს თქმა, რომ მონდომებულია. ვისურვებდი, მისგან მეტი სიცოცხლე იგრძნობოდეს. სწორედ ეს მაკლია. ჩაკვეტაძე მართლაც ძალიან კარგი ბიჭია, ვცდილობ მას ვესაუბრო, მაგრამ ძნელია მასთან მისვლა. მას უნდა სურდეს შემდეგი ნაბიჯის გადადგმა, ეს შინაგანად უნდა სურდეს. არ ვიცი, შეუძლია თუ არა ჩვენთან დარჩენა, სამწუხაროა, რადგან ნამდვილად შეეძლო ბევრის მოცემა“, - თქვა ვალტერმა.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე „ჰამბურგს“ იანვარში იჯარით შეუერთდა და 12 მატჩში 1 გოლით და 1 საგოლე პასით გამოირჩა. გერმანული გუნდის მთავარი მწვრთნელი მას თავდაპირველად ენდობოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ვითარება შეიცვალა და გიორგი უმეტეს დროს სათადარიგო სკამზე ატარებს, ამიტომაც, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში „გენტში“ დაბრუნება მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110097