კარლოს ალკარასი რაფაელ ნადალის გზას გადის. 18 წლის ესპანელი ჩოგბურთელი ორშაბათს, 25 აპრილს, ATP-ის რეიტინგში საუკეთესო ათეულში ოფიციალურად შევა და ამას ბარსელონას ტურნირზე წარმატებული თამაშის ხარჯზე გააკეთეს.
ნებსით თუ უნებლიედ, რაფაელ ნადალი პირველად რეიტინგის ათეულში სწორედ 18 წლის ასაკში, სწორედ ბარსელონას ტურნირის მოგების შემდეგ და სწორედ 25 აპრილს შევიდა! აბსოლუტურად ყველაფერი დაემთხვა!
რაფამ ამის გაკეთება 2005 წლის 25 აპრილს მოახერხა, ხოლო 17 წლის შემდეგ ალკარასმა იგივე გააკეთა. კარლოსმა ათეულში შესვლა ბარსელონაში სტეფანოს ციციპასის ძლევის შემდეგ გაინაღდა და ჯერ ტურნირი არ მოუგია, მაგრამ ნახევარფინალშია გასული და გამარჯვებამდე ბევრი ნაბიჯი ნამდვილად არ აშორებს.