ფეხბურთი

22:56 | 19.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ბერიძე უნგრეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდნენ

უნგრეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ბერიძე მოხვდნენ. „უიპეშტის“ ქართველი შემტევები csakfoci-მ გამოარჩია.

„მას ბომბდამშენი აქვს. ამჯერად გამარჯვებაში წვლილი ორი გოლით შეიტანა, მეორე დარტყმა საკმაოდ მდიდრული იყო: ბურთი მახვილი კუთხიდან შორეულ კუთხეში გაიტანა“, - წერს გამოცემა ზივზივაძეზე, მერე კი ბერიძის შესახებ აგრძელებს:

„მან ზივზივაძეს დასაწყისშივე საგოლე პასი მისცა, შესვენებამდე კი საკუთარი ნახევრიდან შეტევა დაიწყო, რადგან არავინ აწუხებდა მარჯვენა კუთხიდან, 16 მეტრიდან გაისროლა“.

გასულ ტურში „უიპეშტმა“ „ზალაეგერშეგი“ 4:0 გაანადგურა, ზივზივაძის ანგარიშზე დუბლი იყო, ხოლო ბერიძემ გოლთან ერთად საგოლე პასიც მიითვალა.

მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძეს 24 მატჩში 11 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს აქტივში („უიპეშტში“, სადაც იანვრიდან თამაშობს, 8 თამაშში 9 გოლი გაიტანა), გიორგი ბერიძემ კი 28 თამაშში ასევე 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123352