ფეხბურთი

1:05 | 15.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ევროპა ლიგიდან გავარდა, ნახევარფინალისტები ცნობილია

კატალონიის „ბარსელონა“ ევროპა ლიგას მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. ჩავის გუნდმა ფრანკფურტის „აინტრახტის“ ბარიერი ვერ დაძლია და ევროთასების მიღმა დარჩა.

გერმანიაში ერთი კვირის წინ გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს, მაგრამ „კამპ ნოუზე“ ფრანკფურტელებმა იმარჯვეს. „აინტრახტმა“ დიდებულად დაიწყო და პირველ ტაიმში ფილიპ კოსტიჩისა და რაფაელ ბორეს ულამაზესი გოლით 2:0 დაწინაურდა. 67-ე წუთზე კოსტიჩმა მესამე გაიტანა და შეიძლება ითქვას, ყველაფერი გადაწყვიტა. „ბარსელონამ“ ბოლოსკენ შეძლო გამოფხიზლება, ჯერ სერხიო ბუსკეტსმა გამოიჩინა თავი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-11 წუთზე კი პენალტით მემფის დეპაიმ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ „ბარსას“ მეტის გასაკეთებლად უბრალოდ დრო აღარ ეყო. ამრიგად, ორი მატჩის ჯამში „აინტრახტმა“ 4:3 მოიგო.

ნახევარფინალში ითამაშებს „ვესტ ჰემი“, რომელმაც „პარკ ოლიმპიკზე“ „ლიონს“ 3:0 მოუგო, ხოლო ორი მატჩის ინგლისურმა გუნდმა 4:1 იმარჯვა. ნახევარფინალში „ვესტ ჰემის“ მეტოქე სწორედ „აინტრახტი“ იქნება.

გერმანულმა „ლაიფციგმა“ ერთი კვირის წინ ბერგამოს „ატალანტას“ შინ ვერ აჯობა (1:1), თუმცა იტალიაში კრისტოფერ ნკუნკუს დუბლით 2:0 მოიგო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ევროპა ლიგის ნახევარფინალში გლაზგოს „რეინჯერსი“, რომელსაც „ბრაგასთან“ პორტუგალიაში 0:1 ჰქონდა წაგებული, მაგრამ შინ 2:1 მოიგო და ყველაფერი დამატებით დროში გაირკვა. 101-ე წუთზე კემა რუფიმ გაიტანა და შოტლანდიური გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა, სადაც მისი მეტოქე „ლაიფციგი“ იქნება.

ამრიგად, ევროპა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ასეთია: "აინტრახტი" - "ვესტ ჰემი" და "ლაიფციგი" - რეინჯერსი".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116594